Saturday, March 5, 2011
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
დედა - ჩვენი ბავშვობის ტკბილი ზღაპარი.
ასე დავარქვით ჩვენს ღონისძიებას, რომელიც დედებს მივუძღვენით.
4 თებერვალს სკოლაში მოვიწვიეთ დედები, კიდევ ერთხელ მივულოცეთ დედის დღე.
იოსები ლექსით ულოცავს დედას დედის დღეს.
გოგონები სიმღერით ალამაზებენ ღონისძიებას.
პატარებმა დედებს თვითონ დაუმზადეს მისალოცი ბარათები.
სხვა ......
Wednesday, March 2, 2011
გაზაფხულია, მარტია...
ისევ მოსულან ყოჩივარდები
და გაზაფხული მოსულა ისევ.
დღეს 3 მარტია - სამყაროს სასწაულის, დედის დღე. გაზაფხულის უმშვენიერესი დღესასწაული.
ყველა დედას ვულოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულს!
,,დედავ-სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ-ცხოვრების ბურჯო მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს."
,,დედა, მიყვარხარ იმისათვის, რომ მზესავით თბილი ხარ. მიყვარხარ იმისათვის, რომ ჩემი ჰაერი ხარ."
ჩვენთვის ყველაზე საყვარელო ადამიანებო, გილოცავთ დედის დღეს, იცოცხლეთ დიდხანს, თქვენს თვალებში მუდამ იბრწყინოს სიხარულის ცრემლმა.

ეს ყვავილები კი თქვენ გეკუთვნით. ხატია, ლაშა, დავითი, მარიამი, ჯუნა , ხატია, ნია, სერგი, ალეკო, იოსები, დავითი, ჯემალი, ხატია.
კონფლიქტები ჩვენს ცხოვრებაში.
2 თებერვალს ჩატარდა კლასის საათი თემაზე: კონფლიქტები ჩვენს ცხოვრებაში.
საინტერესო და სახალისო რომ ყოფილიყო კლასთან შეხვედრა ჯგუფებმა მიიღეს შეთავაზება მოეგვარებინათ ორ ქვეყანას შორის წარმოშობილი კონფლიქტი. დავის საგანი საზღვარზე არსებული ოქროს საბადო იყო.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ორი ქვეყანა, თვითონ დაარქვეს სახელები ქვეყნებს, შექმნეს დროშები. აირჩიეს პრეზიდენტები, წარმომადგენლები, რომლებიც გააგზავნეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალაპარაკებლად.
ჯგუფებში მსჯელობენ და ქმნიან საკუთარი ქვეყნის დროშას.
რთული აღმოჩნდა არჩევანის გაკეთება იმაზე, თუ ვინ დაიცავდა ქვეყნის ინტერესებს.
და მაინც.....
ჯგუფებში მსჯელობენ და ქმნიან საკუთარი ქვეყნის დროშას.
რთული აღმოჩნდა არჩევანის გაკეთება იმაზე, თუ ვინ დაიცავდა ქვეყნის ინტერესებს.
და მაინც.....
ყველაფერი კარგად დამთავრდა პატარებმა შეძლეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება.
Subscribe to:
Posts (Atom)