Tuesday, January 18, 2011

სსიპ წეროვნის №1 საჯარო სკოლა








V კლასი







მეხუთე კლასში ცამეტი მოსწავლეა, ცამეტივე მეოცნებე და მოუსვენარი. ყველა საოცრად ლამაზია, ყველას აქვს თავი
სი გამორჩეული სულიერი სამყარო. არიან კეთილები, მიმტევებლები.
განსხვავებული უნარ-ჩვევები განასხვავებს მათ. ზოგი მღერის, ზოგი ცეკვავს, ზოგი ხატავს, ზოგი წიგნის კითხვითაა გატაცებული, ზოგს ჩვენი ქვეყნის წარსული აინტერესებს. მშობლებს, მასწავლებლებს გვინდა ისინი ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.

აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება ,,აკაკი - სახალხო მგოსანი".

2010 წლის 29 ოქტომბერს მეხუთე კლასში ჩატარდა აკაკის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო.
ღელავდნენ პატარები, მაგრამ მაინც ხალისიანად ხვდებოდნენ მოწვეულ სტუმრებს. მათ მოსასმენად მოვიდა უცხოელი ინგლისური ენის მასწავლებელი ენდრიუ სორჯი.



მოსწალეებმა წარმოადგინეს სცენები აკაკის ცხოვრებიდან, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.


ხალისიანად ჩაიარა დღემ...

დაწყებული ღონისძიება მეორე დღესაც გაგრძელდა,მაგრამ უკვე მთაწმინდაზე ჩვენი მგოსნის საფლავზე. ბავშვებმა იმღერეს ,,ციცინათელა', წაიკითხეს ლექსები.






ბომბორას პარკსაც ვეწვიეთ, იქაც ვიხალისეთ და ემოციებით დატვირთულნი სახლში დავბრუნდით.




მე მიყვარს ჩემი სოფელი.
ქვეყნის სიყვარული სოფლის სიყვარულით იწყება.
2010 წლის 3 დეკემბერს ჩვენს კლასში ჩატარდა კლასის საათი თემაზე: ,,მე მიყვარს ჩემი სოფელი".
ვისაუბრეთ სოფლის წარმოშობის ისტორიაზე. ყველაზე მეტად დაგვაინტერესა ლეგენდამ სოფლის წარმოშობის შესახებ.

ჩვენს სოფელში არის წმინდა სამების ეკლესია, მის შესახებაც მოვიძიეთ ინფორმაცია და კლასის საათზე გავეცანით.















კლასის დამრიგებელთან ერთად მოვინახულეთ სამების ეკლესია.















მოვინახულეთ სოფლის შემოგარენი.
ვ ე ნ ვ ი ყ ვ ა რ ს ვ ე ნ ი ო ფ ე ლ ი - ე რ ო ვ ა ნ ი.



-
!


პირველი თოვლი

ვნატრობდით და აგვისრულდა
ცელქებს გულის საწადელი.



ყველას გილოცავთ პირველი თოვლის მოსვლას!

No comments:

Post a Comment