Friday, April 22, 2011

ბრწყინვალე აღდგომა

ყველა მართმადიდებელ ქრისტიანს გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.ღმერთი იყოს მთელი საქართველოს მფარველი. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს

,,აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით.
აღდგომას
წინ ყველაზე დიდი და მძიმე მარხვა უსწრებს. დღესასწაულის შესახვედრად მორწმუნეები სულიერად ემზადებიან.
განსაკუთრებული
მნიშვნელობა ბოლო კვირას ენიჭება.
აღდგომამდე
ერთი კვირით ადრე ბზობაანუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შებრძანება იზეიმება.
ორშაბათიდან
კი ვნების კვირეული იღებს სათავეს.
ვნების
კვირეულში თითოეული დღე გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია.
განსაკუთრებით
გამოყოფენ ხუთშაბათს საიდუმლო სერობის დღეს, როდესაც მაცხოვარი ზიარების საიდუმლოს აწესებს და წითელ პარასკევს ქრისტეს ჯვარცმის დღეს. ეს ყველაზე მძიმე დღეა თითოეული ქრისტიანისათვის. პარასკეობით წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.
ვნების კვირეულის მძიმე დღეების დაგვირგვინებად კვირა მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იქცევა. დღე, რომელიც ნებისმიერი მორწმუნესათვის უდიდესი სიხარულის მომტანია. მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა 12 საუფლ დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ოთხივე სახარების თანახმად, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილ ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღესკვირას მწუხარებას სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ. 325 წელს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, დღესასწაულის თარიღის გამოთვლა გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის თანასწორობა) მიხედვით ხდება. ბუნიობის შემდეგ, სავსე მთვარის მომდევნო კვირას მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ."

დედამიწის დღე.



22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერკელი გამოვიდა ჩვენი პლანეტის - დედამიწის დასაცავად. „დედამიწის დღე" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-ამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე იღებს მონაწილეობას. დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით. საქართველოში „დედამიწის დღე" პირველად 1990 წელს აღინიშნა, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გავუფრთხილდეთ ამ
ულამაზეს პლანეტას.

ნამდვილი მეგობარი.


მეგობარი ის ადამიანია, რომელთანაც არ გეშინია იყო ის, რაც ხარ.

პიროვნული და მორალური განვითარების მიზნით მეხუთე კლასში ჩატარდა კლასის საათი თემაზე - ნამდვილი მეგობარი.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ნამდვილი მეგობრის ღირებულებებზე.

გაიხსენეს გამონათქვამები მეგობრობაზე.


,,ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ, არამედ იმ სიყვარულის გამო, რომელიც მათ მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ". (ლევ ტოლსტოი)


,,ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია,სიმაგრე დაურღვეველიაგულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთა მომბმელია. ამხანაგი მტერთა მაზიანებელია, უცხოსთან გამოსაჩენიაჭირში მომხმარეა, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია" (სულხან-საბა ორბელიანი)


,,ზუსტად არავინ იცის,როდის იბადება მეგობრობა. როგორც თასი ივსება წვეთწვეთობით და რომელიღაც წვეთი პირთამდე ავსებს, აქაც, სათნოებათა წყებაში, ბოლოსდაბოლოს აღმოჩნდება ერთი, რომელიც გულებს პირთამდე გვივსებს".

,,დრო
გადის და მეგობების უზარმზარ წრეში ნელ-ნელა ერთ
მეგობარს
გამოვყოფთ ხოლმე, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ჩვენთან ყოფნა და რომლისთვისაც, როგორც ვხვდებით, უამრავი რამ გვაქვს სათქმელი. ვერ იტყვი, რომ ის ყველაზე ათი თავით მაღლა დგას, ვერც იმას იტყვი, რომ სხვები არიან დიდი აზრისა მასზე, არც ჩაცმულობით გამოირჩევამაგრამ როცა შინ ერთად ვბრუნდებით, უცებ ვამჩნევთ, რომ ერთნაირი ფეხსაცმელი გვაცვიაგამძლე და უბრალო, და არა ისეთი ძვირფასი და იშვიათი, ჩვენს დანარჩენ მეგობრებს რომ აქვთ"

,,მეგობრები უბრალოდ ჰარმონიას კი არ ქმნიან, როგორც ზოგს ჰგონია, არამედმელოდიას". (ჰენრი დევიდ ტორო)