მეგობარი ის ადამიანია, რომელთანაც არ გეშინია იყო ის, რაც ხარ.
პიროვნული და მორალური განვითარების მიზნით მეხუთე კლასში ჩატარდა კლასის საათი თემაზე - ნამდვილი მეგობარი.მოსწავლეებმა ისაუბრეს ნამდვილი მეგობრის ღირებულებებზე.
გაიხსენეს გამონათქვამები მეგობრობაზე.
,,ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ, არამედ იმ სიყვარულის გამო, რომელიც მათ მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ". (ლევ ტოლსტოი)
,,ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია,სიმაგრე დაურღვეველია… გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთა მომბმელია. ამხანაგი მტერთა მაზიანებელია, უცხოსთან გამოსაჩენია… ჭირში მომხმარეა, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია" (სულხან-საბა ორბელიანი)
,,დრო გადის და მეგობრების უზარმზარ წრეში ნელ-ნელა ერთ
მეგობარს გამოვყოფთ ხოლმე, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ჩვენთან ყოფნა და რომლისთვისაც, როგორც ვხვდებით, უამრავი რამ გვაქვს სათქმელი. ვერ იტყვი, რომ ის ყველაზე ათი თავით მაღლა დგას, ვერც იმას იტყვი, რომ სხვები არიან დიდი აზრისა მასზე, არც ჩაცმულობით გამოირჩევა… მაგრამ როცა შინ ერთად ვბრუნდებით, უცებ ვამჩნევთ, რომ ერთნაირი ფეხსაცმელი გვაცვია – გამძლე და უბრალო, და არა ისეთი ძვირფასი და იშვიათი, ჩვენს დანარჩენ მეგობრებს რომ აქვთ"
,,მეგობრები უბრალოდ ჰარმონიას კი არ ქმნიან, როგორც ზოგს ჰგონია, არამედ – მელოდიას". (ჰენრი დევიდ ტორო)
No comments:
Post a Comment