Friday, April 22, 2011

დედამიწის დღე.



22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერკელი გამოვიდა ჩვენი პლანეტის - დედამიწის დასაცავად. „დედამიწის დღე" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-ამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე იღებს მონაწილეობას. დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით. საქართველოში „დედამიწის დღე" პირველად 1990 წელს აღინიშნა, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გავუფრთხილდეთ ამ
ულამაზეს პლანეტას.

No comments:

Post a Comment